მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.

„ფაშინიანი თამაშობს იმ პროექტს, რაც არის დასავლეთის თამაშები. ეს ახალი პროექტია და ახალი გეგმაა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებები ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში გეოგრაფიული მდებარეობის, სტაბილურობისა და პოლიტიკური მდგრადობის გამო უცვლელი რჩება.

„სომხეთის არჩევნების პირველადი შეფასება ეუთო/ოდირისგან ვნახეთ. ისიც ითქვა - მსგავსი შეფასება საქართველოზე არასდროს დაუდიათო. პირიქით, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუმცა მთელი ევროპა ყვიროდა, რომ თურმე უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლება არალეგიტიმური იყო. სომხეთის შემთხვევაში პირიქით მოხდა - ბრიუსელი აქებს, ხოლო ეუთო/ოდირმა კრიტიკული განცხადება დაწერა, რომ არჩევნები ყველანაირი დარღვევით ჩატარდა.

რისი იმედი აქვს ფაშინიანს? არაფრის. ის მონაწილეობს იმ პროექტში, რაც არის დასავლეთის თამაშები. ეს ახალი პროექტია და ახალი გეგმაა.

ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს ვერც გეოგრაფიული მდებარეობით (ყველაზე მომგებიანი მდებარეობა გვაქვს), ვერც სტაბილურობით, პოლიტიკური მდგრადობით და ვერც პოლიტიკური გემოვნებით. ეს ყველამ კარგად იცის.

უბრალოდ, რატომ გაჰყვა სომხეთი ევროპას და დასავლეთს ამ თამაშში, პასუხი არ მაქვს. მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი, ანალიზი, თუმცა არ მინდა ამაზე საუბარი. პატივს ვცემ სომეხ ხალხს და მათ არჩევანს. მათ აირჩიეს ის, ვინც უნდოდათ, დანარჩენს დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი