მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სწავლის დაფინანსების ახალ მეთოდთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის, რის შედეგადაც მივიღებთ განათლების მაღალ დონეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში
თამარ ჩიბურდანიძე: მივესალმებით განათლების მინისტრის ინიციატივას სწავლის დაფინანსების ახალ მეთოდთან დაკავშირებით. ეს არის სწორედ ის, რის შედეგადაც მივიღებთ განათლების მაღალ დონეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში

იმედი|imedinews.ge

თამარ ჩიბურდანიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. მისი განცხადებით, ახალი სისტემა სტუდენტებს მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევის მოტივაციას მისცემს და სახელმწიფო რესურსი ხარისხიან განათლებაზე იქნება ორიენტირებული.

ჩიბურდანიძის განცხადებით, დეზინფორმაციაა თითქოს სტუდენტებს დაფინანსება სრულად ეხსნებათ და რეალურად ახალი მოდელი სტუდენტებს დაფინანსების აღდგენის შესაძლებლობასაც უტოვებს.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ, დეტალურად განმარტა, თუ როგორი იქნება სწავლის დაფინანსების ახალი მეთოდი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. პირველი ორი სემესტრი სტუდენტს 100%-ით უფინანსდება, ხოლო შემდეგი დაფინანსება დამოკიდებულია მისი სწავლის ხარისხზე. 80%-ის ქვემოთ მას რჩება სახელმწიფოსგან 50%-იანი დაფინანსება, თუმცა, ამასთანავე, აქვს შანსი, აიღოს დამატებითი კრედიტები და ისევ მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება.

მივესალმებით განათლების მინისტრის ამ ინიციატივას. სწავლის დაფინანსების ეს მეთოდი სწორედ ის არის, რის შედეგადაც მივიღებთ განათლების მაღალ დონეს უმაღლეს სასწავლებლებში. და თუკი რომელიმე მშობელი ამ მეთოდზე პრეტენზიას გამოთქვამს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა. სახელმწიფოს სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრები და ფული უნდა დახარჯოს მხოლოდ ხარისხში.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს სტუდენტებს მთლიანად ეხსნებათ დაფინანსება, ისეთივე საპნის ბუშტია, როგორიც მათი სხვა მცდელობები. გასაგებია მათი სურვილი, რომ ახალგაზრდებში პროტესტის გრძნობა გააღვივონ, მაგრამ გაუგებარია მათი მცდელობა - რას მიაღწევენ ამ ტყუილებით? განა საზოგადოებისთვის რამე აუხსნელი დარჩება? რა თქმა უნდა, არა. ამით კი კიდევ უფრო მეტად ანადგურებენ საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 247 სტატია.

  • €30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?BM.GE
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნაფორმულა
  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუღებელი უწოდა სამოქალაქო გემებზე თავდასხმებსა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შავ ზღვაზე გავრცელებას

იმედი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია - მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს

ზურაბ პატარაძემ და გივი მიქანაძემ მახინჯაურის საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცეს

იმედი

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი გაიხსნა

იმედი