მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩიბურდანიძე: ვიმედოვნებთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან გათავისუფლდება
თამარ ჩიბურდანიძე: ვიმედოვნებთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან გათავისუფლდება

თამარ ჩიბურდანიძე: ვიმედოვნებთ, რომ მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან გათავისუფლდება

იმედი|imedinews.ge

„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხ ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ტერორიზმს 4 წელია წარმატებით იგერიებს, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან თუ ქვეყნებიდან ტერორი ჯერ კიდევ გრძელდება.

ჩიბურდანიძე იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე გაკეთებული განცხადება პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე, დღის წესრიგში დადგება მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოც ამ ტერორისგან საბოლოოდ გათავისუფლდება.

„უახლეს ისტორიაში ალბათ არც ერთ პატარა სახელმწიფოს არ განუცდია იმ დონის პოლიტიკური ტერორი, როგორიც განიცადა საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერორიზმს 4 წელია წარმატებით ვიგერიებთ, ტერორი ჯერ კიდევ გრძელდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან თუ ქვეყნებიდან. ეს ხორციელდება ორმხრივად, გარე და შიდა ძალებისგან, თუმცა ეს პოლიტიკური ტერორი ვერ აღწევს მიზანს მარტივი მიზეზის გამო, ყველა მცდელობა უძლურია ხელისუფლების გონიერების და ხალხის ძალის წინაშე.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სწორედ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ინიციატივით დაიწყო ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს შეუძლიათ ამის აღკვეთა, პატარა სახელმწიფოები კი ხშირად ამ ტერორის მსხვერპლნი ხდებიან. ბევრი მცდელობის მიუხედავად, საქართველო გადარჩა, თუმცა ბრძოლა ამ უიარაღო ომის წინააღმდეგ, რომელიც ტყვიაზე მეტად მძაფრია, გრძელდება.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ტერორიზმი ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელიც დასავლეთის ლიბერალური პოლიტიკის „შედევრია“. სწორედ მემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა აშშ-ს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ეს არის ულტრალიბერალიზმი, რომელიც ანგრევს ღირებულებათა სისტემას და რომელიც შლის სახელმწიფოთა ეროვნულ იდენტობას ყველგან, სადაც შეაღწევს. სწორედ ეს სურდათ საქართველოში უცხოური ფულით დაფინანსებული ქართველი აგენტების ხელით. სწორედ ეს არის მიზანი ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის, რომელიც გლობალური პოლიტიკის ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მმართველობის ბერკეტებს ეჭიდება.

პოლიტიკური ტერორიზმი ყველა ტერორიზმზე ბევრად უფრო საშიშია. ის ნელი სიკვდილით კლავს სახელმწიფოს, რომლის სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის აღდგენაც უკვე შეუძლებელია ან ერის საუკუნოვანი ბრძოლა სჭირდება. სწორედ ეს საფრთხე აგვაცილა თავიდან ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის მათდამი მხარდაჭერამ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უკვე პოლიტიკური ტერორიზმის მსხვერპლად ქცეული ქვეყანა ვიქნებოდით.

ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება „პოლიტიკური ტერორიზმის ეპოქის დასრულებაზე“, დღის წესრიგში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დადგება და საქართველოც ამ ტერორისგან საბოლოოდ გათავისუფლდება. მაგრამ, აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებენ. ეს ბრძოლა კვლავ ჩვენი გადასატანია და მას აუცილებლად მივიყვანთ საბოლოო გამარჯვებამდე“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი