მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

თამარ იოსელიანი: ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

იმედი|imedinews.ge

ექვსი თვის მაჩვენებლებით საქართველოს რკინიგზაში ტვირთბრუნვა გაზრდილია დაახლოებით 10%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს, - განუცხადა "იმედის კვირას" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ტვირთბრუნვის კუთხით რკინიგზაში ძალიან კარგი ტენდენციები ფიქსირდება, მათ შორის ბოლო ათი წლის ჭრილში.

„ბოლო ათწლეულის მანძილზე დაახლოებით 7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ნამდვილად რეკორდულია. ამ კუთხით დამატებით უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამს საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტი იმისთვის, რომ გაზარდოს რკინიგზის ეფექტიანობა და გააორმაგოს გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მასშტაბური განახლების პროექტის მნიშვნელობაზე შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების კონტექსტში.

„ის განახლებები, რომელიც დღეს საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, ის ინვესტიციები, რომელიც იდება გაჯანსაღების მიმართულებით, სწორედ მოხმარდება ერთიან კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო სისტემას, რომელიც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ასევე ახალ გზებს და სარკინიგზო ხაზებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

იმედი

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

იმედი