მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ
თამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ

თამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ

იმედი|imedinews.ge

კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის ავიაკომპანია Norwegian-ის კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს დახვდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოპენჰაგენი-თბილისის რეისი სრულად დატვირთული იყო.

„შესრულდა პირველი რეისი კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი, ისტორიაში პირველად, დაუკავშირდება დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენს. რეისი სრულად იყო დატვირთული, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ სკანდინავიის ქვეყნები დაინტერესებულები არიან ჩვენი დედაქალაქით და, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ზოგადად, აღსანიშნავია ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ დივერსიფიცირებული იყოს ბაზრები და სწორედ Norwegian არის ის მაგალითი, რომ 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი ავიაკომპანია შემოვიყვანეთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Norwegian-ი კოპენჰაგენსა (დანიის სამეფო) და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანზიტო ჰაბია, რაც ქართველ მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, ამავე აეროპორტის გავლით სხვადასხვა მიმართულებით იმგზავრონ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი