მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ
თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

თამარ იოსელიანი: საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

იმედი|imedinews.ge

საავიაციო ბაზარი ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს დებს და 2025 წელიც ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო - დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელსაც ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით როგორც აეროპორტების გაერთიანება, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად მუშაობს პარტნიორ როგორც ავიაკომპანიებთან, ასევე ქვეყნებთან.

„დეკემბერში დავამატეთ პეკინის მიმართულება, შესაბამისად, Air China-მ დაიწყო პეკინის მიმართულებაზე ფრენა, ასევე მაისის თვიდან China Southern-მა დაიწყო ფრენები პეკინის მიმართულებით. შანხაი ახალი საჰაერო ხაზია, დღეიდან იწყება ფრენები. ივნისის ბოლოს, Norwegian შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად, დანიის დედაქალაქი დაუკავშირდა ჩვენს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან პოზიტიურია ჩვენი საავიაციო სექტორისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებაც ამოქმედდა და ეს ყველაფერი, ერთობლიობაში გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზრდით როგორც ავიაკომპანიების ციფრს, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებებსაც“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე140-მდე საერთაშორისო საჰაერო ხაზზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იმედი