მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს
თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს

თამარ იოსელიანი: საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს

იმედი|imedinews.ge

„ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ინტენსიურად მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურულ შესაბამის პროექტებსაც ვახორციელებთ საავიაციო სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს კარგი ტენდენცია. სულ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება და შესაბამისი სერვისები დაემატება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ზომის ბორტები და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვავითარებთ სერვისებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არაერთი ახალი სერვისი შევთავაზეთ მომხმარებელს - ბიზნეს ლაუნჯიდან დაწყებული ელექტრონული სერვისებით დამთავრებული. ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს, ზოგადად, საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - ახლაც მიდის იქ სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ გაფართოვდეს არსებული ტერმინალი და შესაბამისად, უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. დამატებით ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ აეროპორტებზეც შიდა ფრენების განხორციელების თვალსაზრისით და ამ კუთხით ვმუშაობთ თელავის აეროპორტის განვითარებაზე და მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • მთავრობამ მუნიციპალიტეტებში პროექტებისთვის გამოსაყოფი თანხა ₾400 მლნ-მდე გაზარდა | რა გაკეთდება?BM.GE
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული- ეს პარლამენტის და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი