მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა
თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, რაც ეფექტიანი მართვისა და სწორი განვითარების შედეგია, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის ეფექტიანობისა და მომგებიანობის მაჩვენებელიც, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა დღეს არა მხოლოდ მეტ ტვირთს ემსახურება, არამედ უფრო ეფექტიანად მუშაობს.

„ეს პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 8%-ით გაიზარდა, ხოლო მარტი-მაისის პერიოდში ზრდამ უკვე 20%-ს მიაღწია. რაც აჩვენებს, რომ საქართველოს რკინიგზის სერვისებზე და ჩვენს სატრანზიტო მარშრუტზე მოთხოვნა იზრდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის განმარტებით, საქართველოს რკინიგზა მომავალ განვითარებაზე არის ორიენტირებული, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენა, რისთვისაც 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

„ეს გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

საქართველოს რკინიგზის წლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 152.7 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 68.2 მლნ ლარი იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა - გასული კვირის შედეგებიBM.GE
  • ფრიდრიხ მერცმა არჩევნების შედეგების გამო პარტიაში კრიზისული შეხვედრა მოიწვიაფორმულა
  • განხორციელებული ინვესტიციებისა და საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგები აისახება სექტორის მაჩვენებლებზე - 2026 წელს რეკორდული დინამიკა გვაქვს როგორც საზღვაო და სარკინიგზო, ისე საავიაციო მიმართულებით - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • მედლები და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები | ქართველი ძიუდოისტების შედეგები ლოზანის გრანდ სლემზეტვ პირველი
შედეგები →

მსგავსი სტატიები

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი