მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება
თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება

თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო მონაწილის როლზე, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი განვითარების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში.

თამარ იოსელიანის შეფასებით, შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო აქტუალური ხდება.

„შუა დერეფნის მიმართ დიდი დაინტერესება არის როგორც ქვეყნებიდან, ასევე ლოგისტიკური, გადამზიდავი კომპანიებისგან და ეს ყველაფერი რიცხვებში ისახება. 2025 წლის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან გადაზიდული კონტეინერების მაჩვენებლებში 33%-იანი მატება გვქონდა. წლევანდელი მონაცემებით, სანავსადგურო სექტორში ყველა ტიპის ტვირთთან მიმართებაში მატება გვაქვს. წელს, მხოლოდ მაისის თვეში, სარკინიგზო გადაზიდვებთან მიმართებაში, გადაზიდულია დიდი რაოდენობით ტვირთი - 1 300 000 ტონა, რომელიც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ მარშრუტის წარმატებით ფუნქციონირების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მის პროგნოზირებადობას, საიმედოობას და ეფექტურობას, ასევე სწრაფ მომსახურებას. მინისტრის მოადგილის შეფასებით, შუა დერეფანი აღნიშნულ კომპონენტებს აკმაყოფილებს და თავის მომხმარებლებს სთავაზობს საიმედო, სწრაფ და ეფექტიან მარშრუტს ტვირთების გადასაზიდად. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა იდება არა მარტო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდანაც.

„შესაბამისად, ჩვენ ამ ქვეყნებთან ძალიან მყარ კოორდინაციაში ვართ იმისთვის, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ, რადგან შუა დერეფანი ერთიანი სატრანსპორტო ქსელია და სჭირდება კოორდინირებული მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ ერთი სინერგიით ვიყოთ პროგნოზირებადი, სწრაფი და ეფექტური. აქედან გამომდინარე, ძალიან შეთანხმებულად ვმუშაობთ, რომ ის ინვესტიციები, რომელსაც ვახორციელებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში, ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ სატრანსპორტო მიმართულებით, იყოს კოორდინირებული და შესაბამისად, შუა დერეფანი აღარ იყოს ალტერნატივა, არამედ იყოს ის საიმედო მარშრუტი, რომელიც მოემსახურება გლობალურ სავაჭრო ქსელებს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი