მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანი: ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს, რათა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიაში იყოს და გაზრდილ ტვირთნაკადებს მზად დავხვდეთ
თამარ იოსელიანი: ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს, რათა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიაში იყოს და გაზრდილ ტვირთნაკადებს მზად დავხვდეთ

თამარ იოსელიანი: ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს, რათა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიაში იყოს და გაზრდილ ტვირთნაკადებს მზად დავხვდეთ

იმედი|imedinews.ge

რამდენიმე თვის განმავლობაში კონტრაქტორ კომპანიასთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და მივაღწიეთ იმას, 52.5 მილიონი დოლარის ეკონომია გავაკეთეთ. ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს არ მოქმედებს არც ხარისხზე და არც სამშენებლო პარამეტრებზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ბიუჯეტის შემცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, სამინისტრო უმსხვილეს ინვესტიციებს ახორციელებს, რათა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიაში იყოს და გაზრდილ ტვირთნაკადებს ქვეყანა მზად დახვდეს.

„ვაშენებთ 1380 მეტრიან ტალღმჭრელს, შესაბამისად ვაღრმავებთ აკვატორიას 16-დან 18 მეტრამდე. დიზაინსაც აქვს დიდი მნიშვნელობა - საუკეთესო საინჟინრო გადაწყვეტილებებით შევძელით პროექტის მიღება, რომელიც 95%-ით უზრუნველყოფს პორტის ღიაობას, რომელიც ერთ-ერთი გარდამტეხი იქნება ჩვენი რეგიონისთვისა და საპორტო ინფრასტრუქტურისთვის. დღეს ჩვენ საზღვაო ინფრასტრუქტურას დიდი ზომის გემების მიღება არ შეუძლია, შესაბამისად, ამ მიმართულებით კონკურენციას ვერ ვუწევთ რეგიონში არსებულ სხვა ნავსადგურებს. შესაბამისად, ანაკლიის საზღვაო ნავსადგური არის ის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ასრულებს იმ პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს ჩვენ რეგიონში ინვესტიციების მიმართულებით.

საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება, შესაბამისად, ვახორციელებთ უმსხვილეს ინვესტიციებს, რათა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა სინერგიაში იყოს და შეავსოს ერთმანეთი იმისთვის, რომ გაზრდილ ტვირთნაკადებს მზად დავხვდეთ. 2030 წლისთვის ველოდებით ტვირთბრუნვის გაორმაგებას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს როგორც მოკლევადიანი, საშუალოვადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ძირითადი ინფრასტრუქტურა. ეს სამივე კომპონენტი გვექნება მზად, რათა შუა დერეფნისთვის ვიყოთ სანდო, სტაბილური, ეფექტიანი და სწრაფი კვანძი და ევროპა აზიას დავაკავშიროთ“, - აღნიშნა იოსელიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინფრასტრუქტურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კახეთში, სარწყავი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შედეგად, წყალუზრუნველყოფა 170 ჰექტარზე გაუმჯობესდებარუსთავი 2
ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

იმედი

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

იმედი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ფასეულობების დაცვა კანონმდებლობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი