მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა
თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა

იმედი|imedinews.ge

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა მთავრობამ და ხალხის ძალისხმევამ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციური წესრიგით და ხალხზე მორგებული პოლიტიკით ჩაანაცვლა.

„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი - ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული თუ ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.

2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება; ეს პროცესი, როგორც ამ ძალის პოლიტიკური მისია, უცვლელია.

წლებთან ერთად ღიად გამოიკვეთნენ ძველი პოლიტიკური ძალის, როგორც მარიონეტის, რეალური მმართველები - ე.წ. გლობალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს, როგორც კარგ ნადავლს, არ თმობენ და დესტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მრავალსაფეხურიან ანტისახელმწიფოებრივ გზებსა და ფინანსებს სთავაზობენ.

გარე და შიდა აგენტურის, რადიკალური ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, გახსოვთ „მაიდანის“ სცენარები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ე.წ. „ტექნიკური, გარდამავალი მთავრობებისა“ და ალტერნატიული პარლამენტების შექმნის აბსურდული იდეები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვა და იმ ძირითადი მონაპოვრის წართმევა იყო, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა.

დღეს, 14 წლის თავზეც, ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების ურყევი ნება არ აძლევს აგენტურულ ქსელს მართვის სადავეებს, რათა პოლიტიკურ შავ ბაზარზე საქართველო საკუთარი ინტერესების ფასად გაყიდონ.

ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება და სწორედ ეს განგრძობადობა ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის იმედითა და თაოსნობით, ამ ბრძოლაში აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო დროს შევიდა და, ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და ლოგიკური შიდა ფილტრაციის ფონზე, სუვერენიტეტისთვის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც კომპრომისი არ დაიშვება“, - აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • რა ჩაწერა “ოცნებამ” გახარიას პარტიის ასაკრძალად საკონსტიტუციო სარჩელშინეტგაზეთი
  • ხასაია: ოცნება ჩემზე რას იტყვის საინტერესო არაა, ვაგრძელებ იქიდან სადაც გავჩერდიფორმულა
  • უპირველესი ოცნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, მაგრამ ცარიელი მიწა ადამიანების გარეშე რთული სანახავი იქნება, ამიტომ უნდა მოხდეს დაახლოება ადამიანებს შორის და უფრო გამარტივდება ტერიტორიის დაბრუნება - ეკა წივწივაძერუსთავი 2
  • დააკავეს “ოცნების“ დეპუტატის შვილი - ბრალი პოლიციელის შეურაცხყოფაატვ პირველი
ოცნების →რომელმაც →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

იმედი

Euronews: საფრანგეთში საპროტესტო აქციებმა 356 სკოლა მოიცვა

Euronews: საფრანგეთში საპროტესტო აქციებმა 356 სკოლა მოიცვა

იმედი

თორნიკე ჭეიშვილი საიას ანგარიშზე: მათ სამიზნეში ამოიღეს პენიტენციური სისტემა, რაც თავისთავად არის მათი მხრიდან ერთი მხრივ არასერიოზული, მეორე მხრივ ცინიკური იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან თვისებრივად შეიცვალა სიტუაცია პენიტენციურ სისტემაში

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

იმედი