მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი - ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა
თამთა მეგრელიშვილი: ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი - ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა

იმედი|imedinews.ge

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გარდამტეხ თარიღად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამ დღიდან სახელმწიფოს მართვის სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებები დაიწყო და ერთპიროვნული მმართველობა ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, და ეს პროცესი, როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური მისია, უცვლელია.

მისივე შეფასებით, ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება, ამ ბრძოლას, სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნით, კომპრომისის გარეშე გაგრძელება სჭირდება.

„ისტორიაში 2012 წლის 1 ოქტომბერი არ არის რიგითი კალენდარული თარიღი — ეს არის ახალი ათვლის წერტილი, საიდანაც სახელმწიფოს მართვის სისტემამ ფუნდამენტური, ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და ერთპიროვნული და ძალადობრივი რეჟიმი ინსტიტუციურმა წესრიგმა, ძალაუფლების დეცენტრალიზაციამ და კანონის უზენაესობამ ჩაანაცვლა. 2012 წლის 1 ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო ბორკილების მსხვრევა, გარდამტეხი მომენტი, რამაც ამ პოლიტიკურ ძალას ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტის ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება, და ეს პროცესი, როგორც ამ ძალის პოლიტიკური მისია, უცვლელია. წლებთან ერთად ღიად გამოიკვეთნენ ძველი პოლიტიკური ძალის, როგორც მარიონეტის, რეალური მმართველები — ე.წ. გლობალური ძალები, რომლებიც ქართულ სახელმწიფოს, როგორც კარგ ნადავლს, არ თმობენ და დესტრუქციულ ოპოზიციას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მრავალსაფეხურიან ანტისახელმწიფოებრივ გზებსა და ფინანსებს სთავაზობენ. გარე და შიდა აგენტურის, რადიკალური ოპოზიციისა და ფსევდო-არასამთავრობო სექტორის გამოყენებით, გახსოვთ „მაიდანის“ სცენარები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, ე.წ. „ტექნიკური, გარდამავალი მთავრობებისა“ და ალტერნატიული პარლამენტების შექმნის აბსურდული იდეები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყნის სრულ ქაოსში ჩაძირვა და იმ ძირითადი მონაპოვრის წართმევა იყო, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა. დღეს, 14 წლის თავზეც, ამ პოლიტიკურ ქარტეხილებში ქართველი ხალხისა და ეროვნული ხელისუფლების ურყევი ნება არ აძლევს აგენტურულ ქსელს მართვის სადავეებს, რათა პოლიტიკურ შავ ბაზარზე საქართველო საკუთარი ინტერესების ფასად გაყიდონ. ბრძოლა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, დღესაც გრძელდება, და სწორედ ეს განგრძობადობა ნიშნავს იმას, რომ ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის იმედითა და თაოსნობით, ამ ბრძოლაში აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო დროს შევიდა და, ზემოაღნიშნული გამოწვევებისა და ლოგიკური შიდა ფილტრაციის ფონზე, სუვერენიტეტისთვის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად აგრძელებს ბრძოლას, რომელშიც კომპრომისი არ დაიშვება.“ - წერს მეგრელიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

ოპოზიციის მორიგი შეტევა საქართველოს საპატრიარქოზე - გიორგი ახობაძემ საქართველოს ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა, ზურა შარაშენიძე კი პატრიარქს დაემუქრა

იმედი

POLITICO: რუმინეთის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა არ გამოუცხადა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

POLITICO: რუმინეთის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა არ გამოუცხადა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

იმედი

არჩილ ბერიძე: 14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ძალისხმევით დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. ბრძოლა ადამიანისთვის, მისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის

არჩილ ბერიძე: 14 წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და ძალისხმევით დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა. ბრძოლა ადამიანისთვის, მისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის

იმედი

Reuters: აშშ საფრანგეთსა და გერმანიას დიზელის მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპორტის აკრძალვით იმუქრება

Reuters: აშშ საფრანგეთსა და გერმანიას დიზელის მარაგების გამოყენებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპორტის აკრძალვით იმუქრება

იმედი