მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში | Rustavi2
გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში | Rustavi2

გიორგი ზერეკიძე: სააკაშვილმა 14 წლის ბავშვი განტევების ვაცად მაქცია - ქვეყნის პირველი პირი გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა, პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან დამნაშავეები, რომლებიც არათუ სინანულს არ განიცდიან, არამედ კვლავ რევანშისტულად არიან განწყობილნი და "ერთი სული აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ", რომ უარესი გაუკეთონ ქართველ ხალხს.

როგორც გიორგი ზერეკიძემ "დებატების" ეთერში განმარტა, მაშინდელმა ქვეყნის პირველმა პირმა ის განტევების ვაცად აქცია. მისი თქმით, მაშინდელი ქვეყნის პირველი პირი პირდაპირ ერეოდა სასამართლო სისტემაში და ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს.

"ვხედავთ, რომ ის დამნაშავეები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დღეს არათუ სინანულს განიცდიან, ისევ რევანშისტულად არიან განწყობილები და ერთი სული აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, რომ უარესი გაუკეთონ ქართველ ხალხს და იმაზე უარესი დამართონ, რაც 2012 წლამდე დამართეს.

არ შემიძლია, არ ვახსენო ბატონი სოზარ სუბარის უკომპრომისო ბრძოლა და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანის სახელით, ვის გამოც და ვისთვისაც ბატონი სოზარი ასე უკომპრომისოდ იბრძოდა მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ.

მე პირად მოტივზე არ მაქვს საუბარი და პირადი მოტივით არ ვაფასებ "ნაციონალურ მოძრაობას" - მე თუ არ ვიქნებოდი, სხვა ზერეკიძე იქნებოდა, ვისაც ასე უსამართლოდ დასჯიდა და მე, არც მაშინ ვამბობდი და არც ახლა არ ვამბობ, რომ უდანაშაულო ვიყავი. მე - 14 წლის ბავშვს რაც შეიძლებოდა დანაშაული ჩაედინა, ჩავიდინე, მაგრამ მაშინდელმა სასამართლომ, მაშინდელმა საგამოძიებო უწყებებმა სრულიად განსხვავებულად წაიყვანეს საქმე და ვხედავდით, ქვეყნის პირველი პირი როგორ გამოდიოდა და როგორ მლანძღავდა, კრიმინალს მეძახდა და ერთგვარ განტევების ვაცად მაქცია მიშა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ბოლო მის გამოსვლებს ჩემს მისამართით, მე თუ აქამდე ეჭვი მქონდა იმის, რომ ეს შეიძლებოდა მიშას არ სცოდნოდა მამაჩემის გარდაცვალება ხომ? "ეს გარეწარი ნათესავები" - ეს სიტყვა რომ თქვა, აქ მამაჩემი ჰყავს ნაგულისხმები, ანუ ზუსტად მაგის ბრძანებით მოხდა მამაჩემის სიკვდილი. აი, წარმოიდგინეთ, ქვეყნის პირველი პირი, რომელიც ასე დეტალებშია ჩასული და ასე ერევა სასამართლო სისტემაში და ასე ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს დღეს, როგორ არ უნდა იქნას აკრძალული და მისი პარტია როგორ არ უნდა იქნას გასამართლებული", - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომა სრულად დახურატვ პირველი
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
  • რატომ უჩივლეს ტრამპის კრიპტოკომპანიას სასამართლოში?BM.GE
სასამართლოში →სისტემის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა - კოტე კემულარია

პროკურატურა ზომაზე მეტად ერეოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაში - სააკაშვილის პოზიცია რომ არ ყოფილიყო, პროკურატურას ამხელა უფლებები არ ექნებოდა - კოტე კემულარია

რუსთავი 2

ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გაქრება და აღარ დავინახავთ - მარიამ რატიანი

ძალიან დიდი გამარჯვება იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ გაქრება და აღარ დავინახავთ - მარიამ რატიანი

რუსთავი 2

"ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა - ნანა ქადაგიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" გაუქმება იქნება სამართლიანობის აღდგენა - ამ მოძალადე რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტი გაამწარა, ოჯახები დაანგრია, ადამიანები დახოცა - ნანა ქადაგიშვილი

რუსთავი 2

სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი!

სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი!

რუსთავი 2