მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებსა და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებასა და მიმღებლობას აიძულებენ
თამთა მეგრელიშვილი: ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ, ამ ტერმინით თავისუფლება გადათარგმნონ, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებსა და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებასა და მიმღებლობას აიძულებენ

იმედი|imedinews.ge

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში გამართულ პრაიდთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც მან უნგრეთის LGBTIQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, გარყვნილი ცხოვრების წესის ცხოვრებისეულ მორალად ქცევის იარაღი სწორედ ლგბტ პროპაგანდაა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე, რის შედეგადაც დამატებითი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები შეიქმნა.

„ლგბტ პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს.

ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვარის წაშლა ის ომია, რომელშიც ყველა ქვეყანა სხვადასხვა ხარისხითაა ჩართული.

ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ ამ ტერმინით გადათარგმნონ თავისუფლება, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებს და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებას და მიმღებლობას აიძულებენ.

ზნეობასა და უზნეობას შორის ომში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, დაიცავს უფლებებს, გამოკვეთავს ისტორიულ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებს, რაზედაც დგას სახელმწიფო. უზნეობის პროპაგანდაში ჩართულნი არიან სხვადასხვა სახელმწიფოს დაბალი და მაღალი რანგის მეთაურები და ისინი ერთი ხელწერითა და გეგმით მოქმედებენ.

ახლახან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ამაყობს ბუდაპეშტში გამართული პრაიდით და უხარია, რომ უნგრეთში ლგბტქ+ (LGBTIQ+) თემმა შეძლო შიშის გარეშე გამოეხატა თავისუფლება, რითაც დღეს მთელი ევროპა ამით ამაყობს.

მისი ეს პოზიცია არის ერთგვარი დირექტივა, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნებს ავალებენ.

ქართული სახელმწიფო ამ დირექტივის მიმართ გამონაკლისი არ არის, მაგრამ ის ლავირებას ახერხებს.

ქართული კანონმდებლობით დაცულია ყველას უფლება. „ქართული ოცნების“ პირობებში კი სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე და დამატებითი სამართლებრივი დაცულობის მექანიზმი შეიქმნა.

ქართული სახელმწიფო უფლებებს იცავს უფლებების დარღვევის გარეშე.

ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ლიბერალების თავდასხმითი „თავდაცვა“ გაუმართლებელია და უზნეობისა და ზნეობის გასაყარზე ყველა ჩვენ წილს გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტი: ძალიან გვიხარია, რომ წელს საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით ვმასპინძლობდით - გელოდებით მომავალ წელსაც, იმედი მაქვს თქვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა გვექნება

თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე: ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა

თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე: ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა

იმედი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი გაიხსნა

იმედი

პაატა სალია: სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან

პაატა სალია: სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან

იმედი