მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამთა სოფრომაძე: Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო
თამთა სოფრომაძე: Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2 დონეზე დადასტურება და პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლებისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოს შეფასება ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგრადობას დამატებით ამყარებს თანმიმდევრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. „Moody's-ის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველომ შეძლო ძლიერი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც გამყარებულია ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით. ამასთან Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ისევე როგორც სხვა წამყვანი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოები S&P Global Ratings, Fitch Ratings სტაბილურად დადებითად აფასებენ საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობას. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკებისა და გლობალური ეკონომიკური შოკების მიუხედავად, ცალსახაა, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას, ხოლო ეფექტიანი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია,“ - განაცხადა თამთა სოფრომაძემ. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებულ ქმედით ნაბიჯებზე. „Moody's ხაზს უსვამს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელდა, რაც თავის მხრივ ინსტიტუციონალურ სიძლიერეზე მიუთითებს,“ - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი