მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თავად განსაჯეთ, რა აბსურდულ პროცესთან გვაქვს საქმე, „ასავალ-დასავალის“ აგორებულ სიყალბეში ჩაერთო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმარი ღარიბაშვილი. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რამდენად არასერიოზული და სპეკულაციური თემით სცადეს ქვეყნის და ხელისუფლების დაზიანება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
თავად განსაჯეთ, რა აბსურდულ პროცესთან გვაქვს საქმე, „ასავალ-დასავალის“ აგორებულ სიყალბეში ჩაერთო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმარი ღარიბაშვილი. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რამდენად არასერიოზული და სპეკულაციური თემით სცადეს ქვეყნის და ხელისუფლების დაზიანება - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძესა და მის რესპონდენტს, აწ გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძეს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის კვირის“ ხელშია, პირდაპირ აჩვენებს, რომ ჯორბენაძეს არანაირი ზუსტი და სერიოზული ინფორმაცია არ აქვს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, ჟურნალისტსაც კი იმდენად დაუჯერებლად ეჩვენება რესპონდენტის მიერ მოყვანილი მონაცემები, რომ რამდენჯერმე სთხოვს დაზუსტებას. ჯორბენაძე კი ყოველ ჯერზე განსხვავებულ ციფრებს ასახელებს. ვერ არჩევს 4 კილომეტრს და 40 კილომეტრს და ასევე, ვერ არჩევს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისგან საგარეო საქმეთა მინისტრს.

ჩიხლაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ასავალ-დასავალის“ აგორებულ სიყალბეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმარი ღარიბაშვილი ჩაერთო.

„იმედის“ ახალ სატელევიზიო სეზონს გახსნილად ვაცხადებ. აქ მთავარი საქართველოა. მოსაყოლი ბევრი დაგროვდა. ვიცი, რომ გველოდებოდით. გინდათ, ნახოთ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რეალური სურათი და არა ის, რასაც ჭორაობითა და ოპოზიციური ნარატივით გაჯერებული მათი არხებიდან გიყვებიან.

აგვისტოშიც არ დაისვენეს. იმდენი აბსურდი მოვისმინეთ, იმდენი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომ აღარც კი ღირს, ამ ყველაფერზე დროის დაკარგვა და რამის მტკიცება. საზოგადოება ბრძენია და რა თქმა უნდა, იცის სიმართლე!

რადიკალები საკუთარ სტილს არ ღალატობენ. არც გარე პატრონებს. ამბობენ ყველაფერს, რამაც სახელმწიფო უნდა დააზიანოს. აკეთებენ ყველაფერს, რითაც მშვიდობას შეიძლება დაუპირისპირდნენ. მაგრამ პრობლემა მხოლოდ რადიკალებში არ არის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს და პოლიტიკურ პროცესს ჩრდილი იმ ადამიანების განცხადებებითაც ადგებათ, რომლებსაც სულ ცოტა ხნის წინ უდიდესი ძალაუფლება და ქვეყნის მართვის სადავეები ჰქონდათ ხელში. „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეების ანალიზი მარტივი ნამდვილად არ არის და ძალიან სამწუხაროა, მათი უხერხულ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა. დღეს, თითქმის, მთელი ოპოზიცია ყოფილი პრემიერის დამცველთა რიგებში აღმოჩნდა.

ვიდრე ღარიბაშვილის კონსპირაციაზე გიჩვენებთ რეპორტაჟს, გადაცემას დავიწყებ ხმაურიანი ჩანაწერით, დეტალურ და ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით, რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით.

ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძესა და მის რესპონდენტს, აწ გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძეს შორის საუბრის ჩანაწერი, რომელიც „იმედის კვირის“ ხელშია, პირდაპირ აჩვენებს, რომ ჯორბენაძეს არანაირი ზუსტი და სერიოზული ინფორმაცია არ აქვს.

ჟურნალისტსაც კი იმდენად დაუჯერებლად ეჩვენება რესპონდენტის მიერ მოყვანილი მონაცემები, რომ რამდენჯერმე სთხოვს დაზუსტებას. ჯორბენაძე კი ყოველ ჯერზე განსხვავებულ ციფრებს ასახელებს. ვერ არჩევს 4 კილომეტრს და 40 კილომეტრს და ასევე, ვერ არჩევს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრისგან საგარეო საქმეთა მინისტრს.

ჩანაწერში ჯორბენაძე იმ დოკუმენტის არსებობასაც ვერ ადასტურებს, რომელზეც ჟურნალისტს ესაუბრება. შესაბამისად, თავად განსაჯეთ, რა აბსურდულ პროცესთან გვაქვს საქმე და რომ „ასავალ-დასავალის“ აგორებულ სიყალბეში ჩაერთო ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმარი ღარიბაშვილი. ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ თავად დარწმუნდებით, რამდენად არასერიოზული და სპეკულაციური თემით სცადეს ქვეყნის და ხელისუფლების დაზიანება“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხაფორმულა
  • ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა | ღარიბაშვილის ცოლის ძმის განცხადებაBM.GE
  • იოსელიანი და პენიტენციური სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, რატომ არ ჩაენიშნა ღარიბაშვილს შვილებთან პაემანინეტგაზეთი
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →პროცესი →გვაქვს →

მსგავსი სტატიები

ღარიბაშვილის კონსპირაცია - უმძიმესი განცხადებები მტკიცებულებების გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ღარიბაშვილის კონსპირაცია - უმძიმესი განცხადებები მტკიცებულებების გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი

ივანე აბაშიძე: საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მთავარი საკითხი იქნება

ზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა