მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. იოსელიანი და პენიტენციური სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, რატომ არ ჩაენიშნა ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი - Netgazeti
იოსელიანი და პენიტენციური სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, რატომ არ ჩაენიშნა ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი - Netgazeti

იოსელიანი და პენიტენციური სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, რატომ არ ჩაენიშნა ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი - Netgazeti

ნეტგაზეთი2 სექტემბერი, 2026, 14:21|netgazeti.ge

დღეს, 2 სექტემბერს, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში მოინახულა.

ლევან იოსელიანი ასევე შეხვდა იმ ციხის ადმინისტრაცია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელს იხდის.

ციხეში შეხვედრების შემდეგ, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი იმიტომ ვერ ჩაუნიშნეს, რომ ციხეში რემონტი მიმდინარეობდა.

„ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე, რაც შეიძლება პატიმარს აწუხებდეს. ბუნებრივია, იმაზეც, რა საკითხზეც მე ვიყავი შესული, ამ გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. იცით, რომ ეს პაემანი იყო წამახალისებელი ხასიათის და ბატონი ირაკლის განცხადებით, ეს პაემანი გაუქმდა.

ანალოგიური შეხვედრა მქონდა ციხის ადმინისტრაციასთან, რომელსაც შემიძლია გითხრათ, რომ არ აქვს რაიმე ტიპის განწყობა, რომელიც გულისხმობდეს ბატონი ირაკლი მიმართ იმ პოლიტიკის ცვლილებას, რაც აქამდე ჰქონდათ. პერიოდულად ის იღებდა წამახალისებელი პაემნების შესაძლებლობას და ეს ამბავი, რაც მოხდა, მათი განცხადებით, დაკავშირებულია რაღაც ინფრასტრუქტურულ საკითხთან, რემონტი მიმდინარეობდა კონკრეტულ პერიოდში და ამიტომ ვერ მოხერხდა, მათი განცხადებით, ამ პაემნის ჩანიშვნა, თუმცა სამომავლოდ, რაიმე ტიპის უარყოფა ან უარი იმასთან დაკავშირებით, რომ მას მიეცეს ასეთი პაემნების შესაძლებლობა, ციხის ადმინისტრაციას არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვ პირველთან“.

ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახური და განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ღარიბაშვილის პაემანთან არაფერ შუაშია, ვინაიდან არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა.

„თითქოს მსჯავრდებულს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა. ცალსახად და დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ არანაირი პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და, შესაბამისად, ვერც გაუქმდებოდა.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის განკარგულებით, რაც მსჯავრდებულ ღარიბაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. ამდენად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში პერიოდულად ხორციელდება, არაფერ შუაშია. პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

31 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ექსპრემიერს შვილებთან წინასწარ ჩანიშნული პაემანი გაუუქმდა.

ადვოკატი ლილი გელაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას ამას ღარიბაშვილზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი ოჯახის წევრის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების გაგრძელებად აფასებს.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 160 სტატია.

  • გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდაიმედი
  • ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა | ღარიბაშვილის ცოლის ძმის განცხადებაBM.GE
  • პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულაფორმულა
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

დიტო სამხარაძე ლანძღავს “ასავალ-დასავალს” და ირაკლი ღარიბაშვილს

დიტო სამხარაძე ლანძღავს “ასავალ-დასავალს” და ირაკლი ღარიბაშვილს

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი