მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თავდაცვის ძალებში სამხედრო სწავლებები ჩატარდა
თავდაცვის ძალებში სამხედრო სწავლებები ჩატარდა

თავდაცვის ძალებში სამხედრო სწავლებები ჩატარდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც

სამიზნეების აღმოჩენა, მონაცემთა დამუშავება, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება და საცეცხლე ამოცანების ეფექტიანი შესრულება უზრუნველყო.

დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითმა ბრიგადამ სამკვირიანი სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასროლეთზე ჩაატარა. ოპერაციის რაიონში ბატალიონმა განახორციელა თავდაცვითი ოპერაცია და დაამარცხა პირობითი მოწინააღმდეგე. ბატალიონს მხარს უჭერდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, საინჟინრო და ტანკსაწინააღმდეგო ელემენტები, დაზვერვის ჯგუფი და საარტილერიო ბატარეა. სწავლება ჩატარდა დრონების გამოყენებით.

საველე წვრთნები ქვედანაყოფების კოორდინირებულ მოქმედებას, საბრძოლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

სწავლების პროცესში გამოყენებულმა თანამედროვე სისტემებმა და საშუალებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქვედანაყოფების შესაძლებლობები.

წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი