მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ცერემონია თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა და მას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „თავდაცვის ძალები ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, რომელიც ასრულებდა უდიდეს როლს ქვეყნის დასაცავად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა თავდაცვის ძალების განვითარებაში. სამხედროები არა მხოლოდ ემსახურებიან სამშობლოს, არამედ სამაგალითონი არიან ახალი თაობისთვის, მათთვის, ვინც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს თავდაცვის ძალები,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. სიტყვით გამოსვლისას, მან მადლიერება გამოხატა თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მიმართ და აღნიშნა, რომ დაჯილდოების ღონისძიება გამოხატულებაა დაფასებისა და პატივისცემისა, რომელსაც ხელისუფლება, ზოგადად, სახელმწიფო თითოეული სამხედროს მიმართ იჩენს.

მინისტრმა უწყებრივი საიუბილეო მედლებით დააჯილდოვა თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორები: ჯონი ტატუნაშვილი, ზაზა ჩხაიძე და ირაკლი ჭიჭინაძე.

თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უწყებრივი საიუბილეო მედლები, სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღები და თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღისთვის სპეციალურად დამზადებული საჩუქრები, ასევე გადასცეს სარდლებს, ბრიგადის მეთაურებს, დეპარტამენტის, აკადემიის, სხვადასხვა ცენტრის, სააგენტოების უფროსებსა და მეთაურებს.

ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →სამხედრო →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი