მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო
თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი - „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“.

„ჯარის ბანაკის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა. ბანაკში მონაწილე ბავშვებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მათ ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. სტუმრებსა და ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოს სახელწმიფო ჰიმნი; ბანაკის მონაწილემ, სამხედრო ინსტრუქტორთან ერთად, საქართველოს დროშა აღმართა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ბავშვებთან ერთად, ბანაკში ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული სასწავლო ინვენტარი დაათვალიერეს და ინსტრუქტორებისგან ფიზიკური აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

„ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას თავდაცვის, ასევე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრების მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, სსიპ ახალგაზრდული სააგენტოს, პარლამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორ ქვედანაყოფში - კოჯორსა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდება. მოზარდები, სამხედრო ლიდერი-ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, სამხედრო ქვედანაყოფებში აქტიურ, შემეცნებით, სიახლეებით დატვირთულ 6 დღეს გაატარებენ. ბავშვები გაივლიან საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის კურსს; შეისწავლიან ტოპოგრაფიისა და სამხედრო ნავიგაციის საკითხებს; შეასრულებენ პირველადი სამედიცინო დახმარების, ასევე დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ დავალებებს, მონაწილეობას მიიღებენ საინჟინრო და სამთო მომზადებაში. მოსწავლეები შეხვდებიან სამხედრო ისტორიკოსებს, ქართული იარაღის მუზეუმის წარმომადგენლებსა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს. მათთვის, ასევე ჩატარდება სამოყვარულო უპილოტო საფრენი აპარატების გაცნობითი და პრაქტიკული მეცადინეობები. ბანაკის ერთი საღამო საპატრიარქოსთან არსებული თეატრალური დასის წარმოდგენას დაეთმობა. წელს პირველად ჩატარდება „საპატრიარქოს საათი“, სადაც მოზარდები, სასულიერო პირებთან ერთად, ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მავნე ჩვევების ნეგატიურ გავლენასა და ღირებულებებზე ისაუბრებენ.

„ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის უკვე მეოთხე წელია, ტარდება. თავდაცვის უწყება პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი