მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა
თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა მარიამ კობიაშვილმა მოაწერეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიებას თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მემორანდუმი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი წვევამდელებისთვის სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2025 წელს სკოლამ შეიმუშავა 80-საათიანი ქართული ენის კურსი - „სახელმწიფო ენა რეკრუტებისთვის“ (A1 დონე). სასწავლო პროგრამის შინაარსი და მეთოდოლოგია მაქსიმალურადაა მორგებული მსმენელთა საჭიროებებსა და სასწავლო რეჟიმზე.

ღონისძიების ფარგლებში, კურსის წარმატებით დასრულებისთვის 38 მსმენელს სერტიფიკატები გადაეცა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო ენის სწავლებას 2018 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დღემდე 3000-მდე წვევამდელია გადამზადებული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი