მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში თავდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტი 100.2%-ით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 100%-ით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 99.2%-ით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 100%-ით და სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 99.6%-ით აითვისა.

მომხსენებელმა ანგარიშის წარდგენისას კომიტეტის წევრებს ბიუჯეტის შემოსულობები, ხარჯვითი ნაწილი და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. გიორგი კაკაურიძემ როგორც საგარეო სექტორიდან, ასევე გადასახადებიდან, გრანტებიდან და პრივატიზაციიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა. მისი განაცხადებით, ყველა ამ მიმართულებით შემოსავლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

გიორგი კაკაურიძის თქმით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებმა 27 802 მილიონი ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა 27 723 მილიონი ლარი შეადგინა.

სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ მთავრობის მიერ მომზადებული ინფორმაცია წარადგინა და იმ საპროგნოზო მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომელსაც ქვეყანა მომავალ წლებში გეგმავს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი