მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „თავისუფლების მოედნის წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
„თავისუფლების მოედნის წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა

„თავისუფლების მოედნის წევრი თამარ გამყრელიძე კოპენჰაგენის აქციაზე: პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა

იმედი|imedinews.ge

როდესაც „ოცნებას" კოპენჰაგენის მაგალითი მოჰყავს, ყველამ კარგად იცის, რომ პროტესტის თუნდაც ძალადობრივი მეთოდებით დაშლა, ეს ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა, მთავარია, აქ დაცული იყოს ძალის გამოყენების პროპორციულობა, - განაცხადა „თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრმა თამარ გამყრელიძემ რადიო "სივრცის" ეთერში.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ძალადობრივი მეთოდების გამოყენება არასასიამოვნოა და ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე იქნება ამ პოზიციაზე, რომ მსგავსი ძალა არ იყოს გამოყენებული და რაც შეიძლება, მეტად ჰქონდეს სახელმწიფოს შეზღუდული მსგავსი ფუნქციები. თუმცა, მსგავსი მეთოდების გამოყენება არ არის უცხო, ყველა ქვეყანა იყენებს ამ მეთოდებს. განსხვავება იმაშია, შემდგომ, თუ როგორ ხდება ამ დარბევაზე რეაგირება. თუ არის დემოკრატიული ქვეყანა, ორიენტირებულია მოქალაქეებზე - შემდეგ აქვთ მოქალაქეებს შესაძლებლობა ამისი განხილვა მოხდეს და შესაბამისი ზომების მიღება. ეს ისეთი ძალადობრივი სტრუქტურებია, პოლიცია თუ სხვა რამ, შესაძლოა მოხდეს გადაჭარბება - აშშ იქნება თუ სხვაგან. ცნობილი ფაქტია, ამაზე მუდმივად მიდის მუშაობა. მთავარია არსებობდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც შემაკავებელ და დამაბალანსებელ ფუნქციას შეასრულებენ, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს",- განაცხადა, თამარ გამყრელიძემ.

შეკითხვაზე, განსხვავდება თუ არა აქციის დაშლის მეთოდები დანიასა და საქართველოში- თამარ გამყრელიძის თქმით, ყველა სახელმწიფოს აქვს აქციის დაშლის სხვადასხვა მეთოდები.

"ის მეთოდები რომელიც გამოიყენება, წყლის ჭავლი თუ სხვა მეთოდები დაშლის- ყველა სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მეთოდი, რომელსაც მოიაზრებს ისევ თავისი უსაფრთხოებისთვის, თუ მოხდა ესკალაცია... მაგრამ სახელმწიფოს უნდა ეშინოდეს, რომ გადააჭარბოს თავისი უფლებამოსილება და უნდა ეშინოდეს გადააჭარბოს პროპორციას ამ მეთოდის გამოყენების. თუ იცის, რომ დადგება მისი პასუხისმგებლობა, თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და ძალას გადააჭარბა, მაშინ აირჩევს სიფრთხილეს. ეცდება, რომ ნაკლებ დამაზიანებელი მეთოდი გამოიყენოს. სახელმწიფოს აქვს უფლება ფაქტის პროპორციულად მიიღოს გადაწყვეტილება აქციის დაშლის. საქართველოშიც არსებობს აქციის დაშლის უფლება, თუმცა უნდა იყოს პროპორციულობა დაცული და არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და თუ მოხდა გადაცდომა"- განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატიური როტაცია ამერიკის საელჩოში და აუდიენცია საქართველოს პირველ დიპლომატთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელშეკრულება გაფორმებულია - სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს