მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისის №120 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ დაათვალიერა და სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

მან შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სკოლის რეაბილიტაციის პროცესისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, მოსწავლეების მშობლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობის ეტაპებს ყოველთვიურად ადგილზე ეცნობიან, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების ხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში შესრულებას.

ფონდი, მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, თბილისის №120 საჯარო სკოლის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, 1000-მდე მოსწავლეზე გათვლილი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განახლდება.

ასევე, გათვალისწინებულია სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა, თანამედროვე სპორტდარბაზისა და გარე სტადიონის მშენებლობა. საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური გარემოს შექმნას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებსBM.GE
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას