მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას გეგმავს

იმედი|imedinews.ge

დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილისა და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიების მოწესრიგება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ვიწყებთ წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს. სატენდერო პროცედურა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილ მოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, იაქტიურონ, რადგან ამ ორი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • 7 თვეში თბილისში 2.3 მილიარდის ბინები გაიყიდა, ბათუმში 595 მილიონის - რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?BM.GE
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
  • შსს: თბილისში მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს, ფაქტზე 5 პირი დავაკავეთფორმულა
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი