მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის საკრებულოში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულოში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულოში საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით ღონისძიება „პოეზიის დღე - რუსთაველის დღე“ გაიმართა. ღონისძიება საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 2007 წლიდან აღინიშნება. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ღონისძიება მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა, გახსნა. მან ფესტივალის ისტორიაზე ისაუბრა. მწერალთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, 7 მაისი პოეზიის დღედ 1920 წელს ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეებისა და პაოლო იაშვილის თაოსნობით დაფუძნდა, მაგრამ 1924 წელს აკრძალეს, 2007 წელს კი მწერალთა კავშირმა აღადგინა.

პოეზიის საღამოზე სიტყვით გამოვიდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი.

„ჩემთვის დიდი პატივია თბილისის საკრებულოს სახელით წარვდგე ასეთი ღვაწლმოსილი საზოგადოების წინაშე. მისასალმებელი და დასაფასებელია, რომ ქართული პოეზიის დღე თბილისის საკრებულოში იმართება. საკრებულოს კარი ყოველთვის ღიაა ქართული კულტურისთვის“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით ფესტივალის საპატიო სტუმარი ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა.

წლის რჩეული იუბილარის წოდება მიენიჭა მწერალს, კომპოზიტორსა და მხატვარს, ჯუბა ჯანდიერს, რომელსაც გადაეცა დავით აღმაშენებლის სახელობის ენდალმა და ოქროს მედალი, გალაკტიონ ტაბიძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა გურამ ოდიშარია.

საკრებულოში გამართულ საღამოზე ფესტივალის ლაურეატის წოდებით უცხოეთიდან ჩამოსული ცნობილი მწერლები და გამომცემლობების დირექტორები დაჯილდოვდნენ. ფესტივალის ფარგლებში საქართველოში იმყოფებიან მწერლები ლატვიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და ისრაელიდან.

ცნობილი მთარგმნელისა და მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის, პრემიით დაჯილდოვდნენ კონკურსში გამარჯვებული მწერლები ვანო ჩხიკვაძე, ნანა შალამბერიძე, ახალგაზრდა პოეტები გოჩა ოჩიგავა და ოთარ ფალიანი. გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ მწერლები თამაზ ხმალაძე, სალომე გოგოლაძე, ლეილა ლეგაშვილი და ახალგაზრდა პოეტი მელანო ზუკაკიშვილი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე მხატვრების რადიშ თორდიას, ნიკა ხერკელაძის, ივანე კეზუას, რეზო ადამიას, პატრიცია დელონის ფერწერული ტილოები.

თბილისის საკრებულოში გამართულ პოეზიის საღამოს თბილისის საკრებულოს და პარლამენტის წევრები, ცნობილი მწერლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნე

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 234 სტატია.

  • თბილისში ივნისში 4 503 ბინა გაიყიდა - პირველადი ბაზრის საშუალო ფასი $1 417-მდე გაიზარდა|G&TBM.GE
  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იმედი

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

იმედი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

იმედი