
თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა
იმედი|imedinews.ge
სპორტის სამინისტროს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა. ტურნირზე 20 ქვეყნის 140 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 39 ქართველი.
ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა და ანასტასია ჩხარტიშვილმა შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ამავე ასაკობრივ კატეგორიაში კი ანასტასია ჩხარტიშვილმა ბრინჯაოს მედალი ერთეულთა თანრიგშიც მოიპოვა. მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს საქართველომ 27-30 სექტემბერს მეხუთედ უმასპინძლა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge