მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა
თბილისში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა

თბილისში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი მიმდინარეობს, რომელიც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გახსნა

იმედი|imedinews.ge

თბილისში „ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის სტანდარტის სერტიფიცირებული მომხმარებლების ტრენინგი“ გაიხსნა, რომლის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს, შეფასებისა და პრაქტიკული გამოყენების პროცესს გაეცნობიან. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ტრენინგი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან ერთად გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს და მისი მდგრადი განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ინგა ფხალაძემ ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვასა და მდგრადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.

სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მდგრადი ჰიდროენერგეტიკის ძირითად პრინციპებს, ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო სტანდარტის სტრუქტურას და მოთხოვნებს, შეფასების მეთოდოლოგიას, ანგარიშგების ფორმატებს, ასევე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების, განსახლების, კომუნიკაციისა და კონსულტაციების საკითხებს შეისწავლიან.

ტრენინგი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჰიდროენერგეტიკის მდგრადობის ალიანსის, საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის ასოციაციისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამშრომლობით იმართება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 174 სტატია.

  • საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ICPEN-ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნება - ღონისძიებას 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეტვ პირველი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზეBM.GE
თბილისში →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი