
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი: ამ დროისთვის საერთო სამუშაოების 40-45%-ია შესრულებული
ამ დროისთვის შესრულებულია საერთო სამუშაოების 40-45%, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
მისივე თქმით, დასუფთავებაზე ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს.
„უახლოესი დღენახევარის განმავლობაში იმავე რეჟიმით გავაგრძელებთ მუშაობას. ყველა რაიონის გამგეობა ჩართულია, პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან. შესაბამისად, დღენახევარში დავხურავთ სტიქიის შედეგად მიყენებულ ყველა კერას. 200 ადამიანი გვყავს დასუფთავებაზე შემოყვანილი, ხელით გაგვაქვს, რადგან საფეხმავლო ტერიტორიაა.
დღეს ღამით გათვალისწინებულია შესაბამის მონაკვეთებზე ასფალტის საფარის აღდგენაც ისე, რომ დილისთვის ყველა ადგილმდებარეობა მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა თბილისის ქუჩებსა და ინფრასტრუქტურას ისევ წმენდენ. პროცესში მერიის სამსახურები, გამგეობები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები არიან ჩართული. უხვი ნალექის შედეგად, გარკვეულ მონაკვეთებზე მიწის მასა ჩამოიშალა. ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, სახლების ნაწილი და სარდაფები. ასევე მეტროსადგურები - „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა.
იმედი
წყარო: imedinews.ge