მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეირანი პირობას დებს, რომ ახალი სანქციების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს შეინარჩუნებს
თეირანი პირობას დებს, რომ ახალი სანქციების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს შეინარჩუნებს

თეირანი პირობას დებს, რომ ახალი სანქციების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს შეინარჩუნებს

იმედი|imedinews.ge

ირანმა განაცხადა, რომ შეინარჩუნებს კონტროლს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეზე. პარალელურად, თეირანმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები, რომლებიც იმ ფიზიკურ პირებსა და უწყებებს შეეხო, რომლებიც ამ სანაოსნო მარშრუტზე ირანის „სუვერენიტეტის“ განმტკიცებაში მონაწილეობენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ ევროკავშირის გადაწყვეტილებას „თაღლითური ნაბიჯი“ უწოდა. მანამდე, ბლოკის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა სანქციები დააწესეს რამდენიმე ირანელის წინააღმდეგ, რომლებიც სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვაში მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თეირანმა ეს სანაოსნო მარშრუტი თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, ფაქტობრივად, სრულად ჩაკეტა.

„ირანი არანაირ ფასს არ ანიჭებს ევროპის ამ პოლიტიკურ და თვალთმაქცურ ნაბიჯს და გააგრძელებს თავის სტრატეგიას, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შენარჩუნებასა და სუვერენული უფლებების განხორციელებას გულისხმობს“, - დაწერა ღარიბაბადიმ სოციალურ ქსელ X-ში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სანქციების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირაBM.GE
  • პესკოვის ცოლმა მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართაფორმულა
  • EU სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდანეტგაზეთი
  • სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერის გახსნას რვა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან - ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენრუსთავი 2
სანქციების →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი