მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირა

BM.GE29 ივლისი, 2026, 15:42|bm.ge

აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს. სენატში პროექტის კენჭისყრას თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდა.

როგორც Politico წერს, პროცედურულმა კენჭისყრამ (86 ხმა 12-ის წინააღმდეგ) აჩვენა, რომ კვირის ბოლოს მას საბოლოოდ მიიღებს აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა. კანონპროექტის კენჭისყრა გაიმართა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ კაპიტოლიუმში სენატორებს სიტყვით მიმართა.

გადაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები უნდა გაფართოვდეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, ბანკებისა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.

ამას გარდა, კანონპროექტი პრეზიდენტს აძლევს უფლებას 100%-იანი გადასახადი დააწესოს იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთისგან ყიდულობენ დიდი რაოდენობით ნავთობს და გაზს, ასევე მათზე, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, მას შემდეგ, რაც მასში ცვლილებები შევიდა და ირანიც დაემატა. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კანონპროექტში ცვლილებამ დემოკრატებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ დათანხმდნენ ამ ცვლილებას. პროცედურის მიხედვით, პროექტი უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატამაც, ორივე პალატის მიერ მიღების შემთხვევაში კი, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AFD-ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული, ნიშნავს დემოკრატიის დასასრულსიმედი
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE