მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება
თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

თელავში ე.წ. დამბების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება

იმედი|imedinews.ge

თელავში სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობის ე.წ. „დამბების" გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

12 ივლისს, თელავში მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისხევზე მდებარე სელური ნაკადის მიმღები ნაგებობა მერქნისგან და სხვა ნატანი მასალისგან მნიშვნელოვნად დაზიანდა. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დარგობრივი სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სელური ნაკადის მიმღები ნაგებობის მოვლა-შენახვისთვის საჭირო ღონისძიებები დაიგეგმება.

„კალაპოტი უკვე თავის საწყის ნიშნულზეა დაბრუნებული, მაგრამ სამუშაოები გაგრძელდება, რადგან დამბებს სჭირდება შემდგომი რეაბილიტაცია. ამ დამბებმა მიიღო ყველაზე დიდი დარტყმა. უკვე იწყებს მუშაობას საინჟინრო ჯგუფი, რომელიც დამბების რეკონსტრუქცია გამაგრების სამუშაოებთან დაკავშირებით გააკეთებს დასკვნას და გადავალთ დამბების მოწესრიგების საკითხზე", - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

იმედი

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე  დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

იმედი