
„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება
„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო პროგრამას წელს პირველად ახორციელებს.
სტუდენტები მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას და ჩაერთვებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.
„პროგრამა სტუდენტისთვის უზრუნველყოფს სტუდენტისთვის ანალიტიკური აზროვნების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებებისა და სტრატეგიული აზროვნების უნარების განვითარებას. სწავლის დაფინანსებას სრულიად უზრუნველყოფს სახელმწიფო. აკადემია უზრუნველყოფს სტუდენტისთვის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულობას, რაც გულისხმობს სამეცნიერო კვლევებისა და სტატიების დაფინანსებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში დასაქმებით“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის რეაქტორმა სოფიო აბულაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge