მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა
Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა

Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა

იმედი|imedinews.ge

სპეცდანიშნულების ძალების კატარღები, რომლებიც სპარსეთის ყურეში დაგეგმილ მისიებში უნდა გამოეყენებინათ, ჩინური წარმოების ნაწილებით იყო აღჭურვილი. დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გამოყენებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზვერავი დრონები მონაცემებს ფარულად ჩინეთში აგზავნიდნენ, ინფორმაციას გამოცემა The Telegraph იუწყება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გააღრმავა შიში, რომ პეკინი ბრიტანეთის სამხედრო ძალებზე თვალთვალს ცდილობს.

გამოცემის მიხედვით, დრონების შემოწმებისას დადგინდა, რომ კამერები აგზავნიდნენ ე.წ heartbeat communications- სტატუსის შემოწმების პერიოდული სიგნალების მონაცემებს, რომლებიც ადასტურებდა, რომ მოწყობილობები ჩართული იყო, გამართულად ფუნქციონირებდა და გადაიცემოდა ჩინურ IP მისამართზე. ასევე არსებობს ეჭვი, რომ სათვალთვალო დრონები იმყოფებოდნენ სპეციალური დანიშნულების ძალების მაღალჩინოსნების მაღალი დონის შეხვედრების სიახლოვეს და კამერები აქტიური რჩებოდა მაშინაც კი, როდესაც დრონები გამორთული იყო.

თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყება „უაღრესად სერიოზულად ეკიდება აღჭურვილობის, ქსელებისა და მონაცემების უსაფრთხოებას“ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სენსიტიური მონაცემების ან სისტემების საზღვარგარეთ გაჟონვის მტკიცებულება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მთავრობას მოუწოდებენ „სასწრაფოდ ჩაატაროს აღჭურვილობის აუდიტი“ მასში ჩინური კვალის აღმოსაჩენად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლარუსთავი 2
  • მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს - ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდატვ პირველი
  • $7800-ის და €4450-ის ქურდობის ბრალდებისთვის დაკავებულია ჩინეთის 2 მოქალაქე - შსსBM.GE
  • თბილისში, ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავესფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

იმედი

მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

იმედი

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

იმედი