მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა
თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა

თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა

იმედი|imedinews.ge

თელეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თელეთობა“ საზეიმოდ აღინიშნა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა მოეწყო. ჩატარდა შეჯიბრებები მკლავჭიდში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში. საპრიზო ადგილებზე გასული გამარჯვებული სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. კულტურულ ნაწილში წარმოდგენილი იყო თელეთის საჯარო სკოლასთან არსებული ვოკალური ანსამბლი „იაგუნდი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლი „ქართველო“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, მოადგილეები შალვა გურულიშვილი, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

„თელეთობა“ ტრადიციულად ამაღლების დღესასწაულზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი კულტურულ-სპორტული ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი