მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი დანიის პოლიციის პასუხზე: ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხიც ნორმალურად მიაჩნიათ
თენგიზ შარმანაშვილი დანიის პოლიციის პასუხზე: ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხიც ნორმალურად მიაჩნიათ

თენგიზ შარმანაშვილი დანიის პოლიციის პასუხზე: ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხიც ნორმალურად მიაჩნიათ

იმედი|imedinews.ge

ისინი ისხდნენ უბრალოდ, არავითარ წინააღმდეგობას არ უწევდნენ პოლიციას. ლაპარაკიც ზედმეტია, რომ რამე საგნებს ესროდნენ ან მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდნენ და ბრუტალურად გაუსწორდნენ, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე საუბრისას.

დეპუტატი იმ პასუხსაც გამოეხმაურა, რომელიც „ქრონიკამ“ ინციდენტთან დაკავშირებით დანიის პოლიციისგან მიიღო.

„აქ ყველაზე ნიშანდობლივია პასუხი, რაც თქვენს ტელევიზიას დანიის პოლიციამ მისწერა, რომ თურმე დიალოგი რომ ვერ შედგა, ამან გამოიწვია ძალის გამოყენება. აი, ასეთი რამე რომ ჩვენმა პოლიციამ ვინმეს მისწეროს, ვინმესთვის ეს მისაღები იქნება?! რა თქმა უნდა, ატეხენ ერთ ამბავს. მათ ყველაფერს ჰპატიობენ. ეს ორმაგი სტანდარტი იმდენად ძვალსა და რბილში აქვთ უკვე ამ ევრობიუროკრატებს და თუნდაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ხელმძღვანელობას გამჯდარი, რომ ასეთი არაადეკვატური პასუხიც ნორმალურად მიაჩნიათ“, - ამბობს შარმანაშვილი.

კოპენჰაგენში, კომპანია Mærsk-ის სათავო ოფისის წინ გამართული დემონსტრაციის დროს, პოლიციას დროებით მოუწია ხელკეტების გამოყენება მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა უკანონოდ გადაკვეთეს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და უარი განაცხადეს პოლიციის მითითებების შესრულებაზე. თუ მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, დანიის პოლიცია მათ მოუწოდებს, მიმართონ პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელ ორგანოს, - ასეთია დანიის ეროვნული პოლიციის პასუხი „ქრონიკის“ მიერ გაგზავნილ წერილზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიციამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • ჰიტლერის დაბადების სახლი პოლიციის შენობად გადააკეთესBM.GE
  • ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნესფორმულა
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელსტვ პირველი
პოლიციამ →

მსგავსი სტატიები

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი