მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: ყოველ 2 თვეში ან წელიწადში ერთხელ რაღაც ახალ ტენდენციებს ამატებენ, ახალ მიდგომებს გეუბნებიან, თითქოს ხედავ, რომ ყველანაირ ბარიერს აგებენ იმისთვის, რომ ვერასდროს შეძლო სრულფასოვანი წევრობა, თუმცა თავი მოტყუებულად იგრძნო, თითქოს ეს პროცესი მიმდინარეობს
თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: ყოველ 2 თვეში ან წელიწადში ერთხელ რაღაც ახალ ტენდენციებს ამატებენ, ახალ მიდგომებს გეუბნებიან, თითქოს ხედავ, რომ ყველანაირ ბარიერს აგებენ იმისთვის, რომ ვერასდროს შეძლო სრულფასოვანი წევრობა, თუმცა თავი მოტყუებულად იგრძნო, თითქოს ეს პროცესი მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

შეუძლებელია, ეს საკითხი ყველას არ აწუხებდეს, განსაკუთრებით იმ ბოლოდროინდელი ტენდენციების შემდეგ, რაც ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან არის, როდესაც შეიძლება ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძო და გაიგო, რომ თურმე ოდესღაც, შენი გაწევრიანების საკითხი თუ დადგება, იყო იქ მეორეხარისხოვანი ქვეყანა, რომ შენ არ გექნება იგივე უფლებები, რაც სხვებს აქვთ ამავე კავშირში, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციაზე საუბრისას.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონფერენციის დაფუძნებას სწორი ნაბიჯი უწოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გაწევრიანების გზაზე დამატებითი საკითხების შემოტანა ფიქსირდება, რაც თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული.

„როდესაც გაქვს საშინაო დავალება, როდესაც იცი, რა უნდა შეასრულო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ამაზე მუშაობ, ეს არის ნორმალური. მაგრამ როდესაც ყოველ 2 თვეში ან წელიწადში ერთხელ რაღაც ახალ ტენდენციებს ამატებენ, ახალ მიდგომებს გეუბნებიან, თითქოს ხედავ, რომ ყველანაირ ბარიერს აგებენ იმისთვის, რომ ვერასდროს შეძლო სრულფასოვანი წევრობა, თუმცა თავი მოტყუებულად იგრძნო, თითქოს ეს პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ ეს არა მარტო საქართველოს, არამედ სხვა კანდიდატი ქვეყნების პრობლემაცაა და მაგალითად სერბეთის გაწევრიანების ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოიყვანა.

„მე-19 საუკუნე და მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი ხომ არ არის, ინფორმაცია იმალებოდეს. ახლა ყველამ ყველაფერი იცის და ყველაფერი ნათელია. ეს ქვეყნები რომ ერთად შეიკრიბნენ და დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ სოლიდარულები იყვნენ ამ გზაზე, რომ ეს თამაშის წესები უნდა იყოს სამართლიანი და არ იცვლებოდეს ყოველ წუთში, არის ძალიან დადებითი მიმართულება და არ შეიძლება ამას არ მიესალმო. მადლობელი ვართ ინიციატორებისა და ყველა იმ ქვეყნისა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
  • შენობა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა, გაიყიდა - რას ამბობს ოპოზიციატვ პირველი
  • ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია - EU-ს პრეს-სპიკერის განცხადებაBM.GE
  • ევროკავშირის 22 ქვეყნის ლიდერი ესპანეთის საიმიგრაციო პოლიტიკას აკრიტიკებს და შეშფოთებას გამოთქვამსრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი.  „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი