მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხანდახან გვგონია, რომ არაფერი ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა
თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხანდახან გვგონია, რომ არაფერი ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა

იმედი|imedinews.ge

ხანდახან გვგონია, რომ არაფერი ხდება. ერთი და იმავეს იმეორებენ, არგუმენტები თითქოს არ აქვთ, მაგრამ ისინი თავის ბნელ საქმეს მაინც აკეთებენ. უნდათ, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ევრობიუროკრატები ცდილობენ, რომ საქართველოს ირგვლივ ნეგატივი მუდმივად ტრიალებდეს და ჩვენი ქვეყანა თავის მართლების რეჟიმში იყოს.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია, რაც არ უნდა იყოს მაინც შეუმჩნეველი არ რჩება, მათ შორის არც პრესას. მასობრივი საშუალებები აშუქებენ, ინტერნეტგვერდები აშუქებენ. დისკუსიები მიდის და რაღაც პერიოდში ერთხელ ლაპარაკობენ, რომ არის ქვეყანა საქართველო, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ევროკავშირში შემოვიდეს, მაგრამ ჰყავს პოლიტპატიმრები და ა.შ. ეს თავის საქმეს აკეთებს მათთვის, რომ მუდმივად სახელგატეხილ მდგომარეობაში ამყოფონ საქართველო, მუდმივად თავის მართლების პოზაში ამყოფონ საქართველო. ასე რომ ეს ტყუილად არ კეთდება. ეს სპეცსამსახურებისთვის ჩვეული მეთოდოლოგიაა. კიდევ გაიმეორებენ. გავა 3-4 თვე, როცა ეს ამბავი მოძველდება კიდევ ახალ რეზოლუციას გამოაცხობენ. საქართველოს გარშემო ნეგატივი უნდა იყოს მუდმივად“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში რევოლუციური განწყობების შესაქმნელად ევრობიუროკრატია ცდილობს სეგრეგაცია მოახდინოს საზოგადოების - ერთ ნაწილს უთხრას, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგინარჩუნებ, მეორეს კი უთხრას, რომ - არა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი