მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი „გახარიებს“: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას
თენგიზ შარმანაშვილი „გახარიებს“: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას

თენგიზ შარმანაშვილი „გახარიებს“: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან ნაჩვენები.

შარმანაშვილი პარტია „გახარია -საქართველოსთვის“ წვერებს მოიხსენიებს, როგორც „გაუნათლებელი გახარიები“ და კიდევ ერთხელ განმარტავს მისი ელჩობის დროს, თუ რატომ ეკიდა მის კაბინეტში საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ფოტო. შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ეს იყო სამინისტროს სტანდარტი და ყველა ელჩის ოთახში ეკიდა პრეზიდენტის ფოტო მსოფლიოს მასშტაბით, სადაც საქართველოს მისია ჰქონდა.

„გაუნათლებელ გახარიებს კიდევ ერთხელ. ელჩი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობაა და ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა ასევე, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის დაფიქსირება. სააკაშვილის სურათი კაბინეტში დამხვდა, როდესაც ჩავედი. სახელმწიფოს მეთაურის სურათი ეკიდა ყველა ელჩის ოთახში მთელ მსოფლიოში, სადაც მისია ჰქონდა საქართველოს. ეს სტანდარტი სამინისტროს მიერ განისაზღვრებოდა. მე ვერც დავკიდებდი და ვერც ჩამოვხსნიდი. მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში ნიშნავს მისი პარტიის წევრობას. ეს მრავალჯერ ავხსენი, მაგრამ უმეცრებაზე შელოცვა არ ვიცი“, - წერს თენგიზ შარმანაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერს

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი