
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ
იმედი|imedinews.ge
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, უფლებადამცველის ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
შარმანაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ჯორბენაძის ამბავზე „ყველამ ხელი დაიბანა“, მათ შორის, აღნიშნული საკითხის წამომჭრელი - ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ადვოკატმაც.
„ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ“,- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge