მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი რეზოლუციებზე: საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მათი ინტერესების დაცვა წამოწიოს წინ ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ
თენგიზ შარმანაშვილი რეზოლუციებზე: საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მათი ინტერესების დაცვა წამოწიოს წინ ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის თანამშრომლობას მაშინ აქვს აზრი, თუ ის გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

შარმანაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის ხდება მსგავსი რეზოლუციების მიღება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

„ჩვენთვის თანამშრომლობას მაშინ აქვს აზრი, თუ ის გამომდინარეობს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან. სხვა დანარჩენი ორგანიზაციები, რომლებიც გამოიყენა „დიფ სტეიტმა“, გამოიყენა ამ რადიკალურმა ლიბერალურმა მიმდინარეობამ საქართველოს წინააღმდეგ, ამ საქმიანობას დიდი ხანია ეწევიან და ძალიან წარმატებულად ამ საქმეს ვერ აკეთებენ, ყველანი კარგად ვხედავთ. ამდენი რეზოლუცია მიიღო თუნდაც ევროპარლამენტმა, იღებს ასეთ რეზოლუციებს და გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აქ ისეთი ნაბიჯები გადაიდგა, რომ აზრიც კი დაკარგა ჩვენმა თანამშრომლობამ და გავერიდეთ თანამშრომლობას გარკვეულ ეტაპზე. ვთქვით, რომ სანამ ეს ორგანიზაცია არ მოუბრუნდება იმ რეჟიმს, რომ ჩვენი საკითხები სამართლიანად იყოს განხილული და დიალოგი მიმდინარეობდეს არა ზეწოლის ფორმით, არა ბულინგის ფორმით, არამედ, ჩვეულებრივ თანამშრომლობის ფორმით, მანამდე არ ვითანამშრომლებთ ამ ნაწილში ევროპის საბჭოსთან. ასე, რომ რაც უნდა მექანიზმები ჩართონ ამ ორგანიზაციებმა, ერთი ორგანიზაციით მეტი იქნება თუ ნაკლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის, ყველასთვის, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობისთვის ნათელია რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი ჩაიქნიოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მათი ინტერესების დაცვა წამოწიოს წინ ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. ამას ვერ გაგვაკეთებინებენ და ამაში დარწმუნდებიან კიდევ მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე

ირაკლი კირცხალია ლევან მაჭავარიანის განცხადებაზე: უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ სუვერენიტეტსა და რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და ფსევდო ლიბერალი აქტივისტების მორიგი მხილება - ლევან მაჭავარიანის ვრცელი ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი