მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეოლოგი გიორგი გვასალია: მინდა მოგილოცოთ ახალი პატრიარქის არჩევა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არამარტო ახალი პატრიარქი, როგორც ასეთი, არამედ ის შინაარსი, რაც ახალი პატრიარქის გამორჩევას უდგას უკან
თეოლოგი გიორგი გვასალია: მინდა მოგილოცოთ ახალი პატრიარქის არჩევა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არამარტო ახალი პატრიარქი, როგორც ასეთი, არამედ ის შინაარსი, რაც ახალი პატრიარქის გამორჩევას უდგას უკან

იმედი|imedinews.ge

ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არამარტო ახალი პატრიარქი, როგორც ასეთი, არამედ ის შინაარსი, რაც ახალი პატრიარქის გამორჩევას უდგას უკან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თეოლოგმა გიორგი გვასალიამ.

მისი თქმით, თვითონ ის ფაქტი, რომ გამორჩეულია პატრიარქი და ასეთი სიხარულია ხალხში, ეკლესიაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მინდა მოგილოცოთ თქვენ, თქვენს აუდიტორიას, სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევა, რომელიც არ არის მხოლოდ რაღაც იურიდიული აქტი. ამის მიღმა ძალიან ღრმა, სულიერი მოვლენა იმზირება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეკლესია აგრძელებს ერთობით და თანხმობით არსებობას, ერთობით და თანხმობით ღმერთის დიდებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არამარტო ახალი პატრიარქი, როგორც ასეთი, არამედ ის შინაარსი, რაც ახალი პატრიარქის გამორჩევას უდგას უკან. ჩვენ ვართ კულტურული ერთობა, ჩვენ ვართ ერი, სადაც ანდრია პირველწოდებული მოავლინა ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა მფარველად და იწყება იქიდან ქრისტეს მსახურება. დღეს მისი უწმინდესობა უკვე, შიო მესამე ღირსეულად და მთელი პასუხისმგებლობით ტვირთულობს ამ მსახურების, სამღვდელმთავრო, სამამამთავრო მსახურების გაგრძელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიჩერებია, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას იქითკენ, ვინც გვახარა ანდრია პირველწოდებულმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ ის ფაქტი, რომ გამორჩეულია პატრიარქი და ასეთი სიხარულია მთელ ხალხში, მთელ ეკლესიაში, ასეთი ერთობა იგრძნობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას ულოცავს სუყველა. წმინდა სინოდის ის წევრებიც, რომლებმაც ხმა სხვას მისცეს. ულოცავენ არამარტო პატრიარქად გამორჩევას, არამედ საქართველოს ეკლესიის ერთიანობისა და ერთიანი მსახურების, ღვთისმსახურების კვლავ გაგრძელებას“, - აღნიშნა გიორგი გვასალიამ.

საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს - საეკლესიო კრებამ 142-ე პატრიარქად შიო მესამე აირჩია
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი