მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: ბრიტანეთის პოლიცია ნაიჯელ ფარაჯის პარტიისთვის 500 ათასი გირვანქა სტერლინგის შემოწირულების საქმეს იძიებს
The Guardian: ბრიტანეთის პოლიცია ნაიჯელ ფარაჯის პარტიისთვის 500 ათასი გირვანქა სტერლინგის შემოწირულების საქმეს იძიებს

The Guardian: ბრიტანეთის პოლიცია ნაიჯელ ფარაჯის პარტიისთვის 500 ათასი გირვანქა სტერლინგის შემოწირულების საქმეს იძიებს

იმედი|imedinews.ge

ბრიტანეთის პოლიცია იძიებს გაერთიანებული სამეფოს პარტიისთვის „რეფორმა“ გადარიცხულ 500 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის შემოწირულებებს, რომლებიც მსჯავრდებული თაღლითის დედამ განახორციელა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, გამოძიება ეხება ორ, 250-250 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის შემოწირულებას, რომელიც ფიონა კოტრელმა განახორციელა. მისი ვაჟი ჯორჯი ხშირად ახლდა „რეფორმის“ ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს პარტიულ ღონისძიებებსა და მედიასთან შეხვედრებზე.

პოლიციის ინფორმაციით, 2024 წლის მაისში განხორციელებული გადარიცხვები მოწმდება იმის დასადგენად, ხომ არ იყო ისინი გამოყენებული ისეთი დონორის ვინაობის დასამალად, რომელსაც პოლიტიკური შემოწირულების გაკეთების უფლება არ ჰქონდა.

ლონდონის პოლიციამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე სიფრთხილის რეჟიმში ორი პირი გამოიკითხა. გამოძიება 2025 წლის თებერვალში დაიწყო საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე. საქმეზე ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი