მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: იტალიის ყველა მსხვილ ქალაქში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული
The Guardian: იტალიის ყველა მსხვილ ქალაქში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

The Guardian: იტალიის ყველა მსხვილ ქალაქში სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

იმედი|imedinews.ge

იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა 27 მსხვილ ქალაქში, ჩრდილოეთში მდებარე ტრიესტიდან სამხრეთის პალერმომდე, სიცხის უმაღლეს, წითელი განგაში გამოაცხადა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ქვეყანაში ზაფხულის განმავლობაში სიცხის უკვე მეოთხე ტალღაა. წითელი განგაში ნიშნავს, რომ ხანგრძლივი ექსტრემალური სიცხის გამო მთელი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხე არსებობს და საგანგებო სიტუაციების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხშაბათს წითელი განგაში 25 ქალაქში მოქმედებდა, ხოლო ხუთშაბათიდან სიას კიდევ ორი ქალაქი დაემატება. ეს პირველი შემთხვევაა მიმდინარე წელს, როდესაც სამინისტროს სიცხის მონიტორინგის სისტემაში შემავალი ყველა 27 ქალაქი მაქსიმალური განგაშის რეჟიმზე გადადის.

წითელი განგაში გამოცხადებულია შემდეგ ქალაქებში: ტურინი, ბოლცანო, მილანი, გენუა, ვენეცია, ვერონა, ტრიესტი, ბოლონია, ფლორენცია, პერუჯა, რომი, ნეაპოლი, ანკონა, პესკარა, ბარი, კამპობასო, რეჯო-კალაბრია, პალერმო, კალიარი, კატანია, მესინა, ბრეშია, ვიტერბო, ლატინა, რიეტი, ფროსინონე და ჩივიტავეკია.

ბოლო დღეებში იტალიის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს მიუახლოვდა. ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს, დილის 11:00-დან საღამოს 18:00 საათამდე მოერიდოს მზის პირდაპირ სხივებს, შეძლებისდაგვარად დახურულ სივრცეში დარჩეს და ყოველდღიურად მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი დალიოს. რეკომენდაციებში ასევე შედის გაზიანი სასმელების, ყავის, ალკოჰოლისა და მძიმე საკვების თავიდან აცილება, ღია ფერის ტანსაცმლის ტარება და ბავშვებისა თუ ცხოველების ავტომობილში არა დატოვება.

მეცნიერების შეფასებით, ექსტრემალური სიცხე, რომელსაც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება განაპირობებს, კიდევ სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. მათი თქმით, ევროპა გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად თბება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად

იმედი

გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა

იმედი

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა