მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა. დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა
The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა. დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

The Guardian: საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთი ჩვილი დაიღუპა. დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთში გაუსაძლისი სიცხის გამო კიდევ ერთ ჩვილი დაიღუპა. გარდაცვლილ ახალშობილთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა, იუწყება The Guardian-ი.

გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, საფრანგეთში მაღალ ტემპერატურას სულ მცირე 55 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც The Guardian-ი იუწყება, დასავლეთ ევროპაში გავრცელებული უკიდურესი სიცხე ახლა აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება.

მარესელის საავადმყოფოს ინფორმაციით, კვირის დასაწყისში გარდაიცვალა 18 თვის ბავშვი, რომელიც მანქანაში ჰიპერთერმიის მდგომარეობაში იპოვეს. პოლიციის ცნობით, ბავშვის მამას, შესაძლოა, შვილი მანქანაში შემთხვევით დარჩა, როდესაც ის საბავშვო ბაღში უნდა მიეყვანა.

მანამდე პარიზის გარეუბანში სამი წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც მანქანაში ჩარჩა, რადგან ბავშვთა საკეტი ჩაეკეტა. ასევე, ორი და ოთხი წლის ბავშვების ცხედრები საოჯახო ავტომობილში, საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომზე აღმოაჩინეს.

მეცნიერების შეფასებით, მიმდინარე სიცხის ტალღა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ფართომასშტაბიანია, რაც კი რეგიონში დაფიქსირებულა. მათი თქმით, ევროპის დაახლოებით 850 დიდ ქალაქში უპრეცედენტო სიცხის სტრესი ფიქსირდება, რაც კლიმატის ცვლილებას, კერძოდ წიაღისეული საწვავის წვას უკავშირდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი