მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Kyiv Independent: ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკი ომის მიმდინარეობის რუსეთის სასარგებლოდ შემოტრიალების რისკს ქმნის - კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა თუ მართვის ხარვეზებში მხილებული ჩინოვნიკები ზელენსკის მხრიდან ხშირად ბევრად მეტი შემწყნარებლობით, ზოგჯერ მფარველობითაც კი სარგებლობენ, თუკი ისინი მის რეიტინგს საფრთხეს არ უქმნიან
The Kyiv Independent: ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკი ომის მიმდინარეობის რუსეთის სასარგებლოდ შემოტრიალების რისკს ქმნის - კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა თუ მართვის ხარვეზებში მხილებული ჩინოვნიკები ზელენსკის მხრიდან ხშირად ბევრად მეტი შემწყნარებლობით, ზოგჯერ მფარველობითაც კი სარგებლობენ, თუკი ისინი მის რეიტინგს საფრთხეს არ უქმნიან

იმედი|imedinews.ge

2022 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად, უკრაინამ ომის მიმდინარეობა საკუთარ სასარგებლოდ შემოატრიალა, ფრონტის ხაზიდან დაწყებული, სტრატეგიული სიღრმის ჩათვლით - შესაძლოა, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის ამ ომში მიღებული ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პირი, რომელიც საომარ ვითარებაში მომხდარი ამ გარდატეხის მთავარი შემოქმედი იყო, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი სარედაქციო სტატიაში სათაურით „ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკი ომის მიმდინარეობის რუსეთის სასარგებლოდ შემოტრიალების რისკს ქმნის“.

თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებამ, რომელსაც ზელენსკიმ ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ მიმართა, უკრაინაში საყოველთაო მღელვარება გამოიწვია. ამ გადაწყვეტილებას მწვავედ აპროტესტებენ როგორც სამხედროები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისე მრავალი რიგითი მოქალაქე, რომელთათვისაც ახალგაზრდა მინისტრის რეფორმები უკრაინისთვის მისაღები მშვიდობის მიღწევის მთავარ გზას წარმოადგენდა.

ფედოროვისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის მრავალთვიანი კონფლიქტის შემდეგ, რომელთა შორის სტრატეგიული ხედვა და მართვის კულტურა დიამეტრულად განსხვავებულია, ზელენსკიმ არჩევანი სირსკის სასარგებლოდ გააკეთა.

ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს ზელენსკის მიდრეკილებას, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ის გავლენიანი მაღალჩინოსნები თუ მხედართმთავრები, რომლებიც ზედმეტად პოპულარულები ხდებიან. ეს ყველაფერი ჰიპოთეტური არჩევნების მოლოდინის ფონზე ხდება - არჩევნებისა, რომელიც, რუსეთის მიერ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, არასდროს შედგეს.

კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა თუ მართვის ხარვეზებში მხილებული ჩინოვნიკები ზელენსკის მხრიდან ხშირად ბევრად მეტი შემწყნარებლობით, ზოგჯერ მფარველობითაც კი სარგებლობენ, თუკი ისინი მის რეიტინგს საფრთხეს არ უქმნიან.

თუმცა, ზელენსკის მიერ მიღებულ ყველა საეჭვო საკადრო გადაწყვეტილებას შორის, ფედოროვის გათავისუფლებას შესაძლოა ყველაზე დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს უკრაინის მიერ ომის წარმოების უნარისთვის.

სახელმწიფო შესყიდვების კორუმპირებული სისტემის რეფორმირებითა და შესყიდვების უმეტესობისთვის კონკურენტული ტენდერების შემოღებით, ფედოროვმა, სავარაუდოდ, მილიარდები დაზოგა, რითაც განარისხა ის პირები, რომლებიც მანამდე სახელმწიფო კონტრაქტებიდან ზედმეტ მოგებას იღებდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სიღრმემდე მიმართული უკრაინული საიერიშო კამპანიის დახვეწითა და მასშტაბების გაზრდით, ფედოროვმა მოსკოვზე ისეთი სტრატეგიული წნეხის მოხდენა შეძლო, რომლის მსგავსიც ამ ომში აქამდე არავის უნახავს.

საბრძოლო დანაკარგების აუდიტისა და კონტრაქტების ახალი სისტემის დანერგვით, ფედოროვი ცდილობდა ცოცხალი ძალის კრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზების აღმოფხვრას - საუბარია საომარ დანაყოფებში არსებულ პირობებზე, განსაკუთრებით ქვეითი და საიერიშო ნაწილებისთვის. ამ ნაბიჯმა კონფლიქტი გამოიწვია სირსკისთან, რომელიც განასახიერებდა ყველაფერს იმას, რის შეცვლასაც ფედოროვი სამხედრო სტრუქტურაში ცდილობდა.

უკრაინას სურს უსაფრთხო მშვიდობა, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დინამიკის შენარჩუნებით, საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის დაცვითა და მოსკოვზე ზეწოლით.

იმ ადამიანის თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს რეალურ დროში ახორციელებდა, მძიმე შეცდომაა.

ზელენსკის ჯერ კიდევ აქვს შანსი, უკან წაიღოს ეს დამაზიანებელი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანას მოუწევს, ტრაგიკულად მაღალი ფასი გადაიხადოს მისი შეცდომის გამო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 156 სტატია.

  • შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებსრუსთავი 2
  • ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ზელენსკიBM.GE
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →საფრთხის →

მსგავსი სტატიები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

იმედი

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

იმედი