მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებს
შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებს

შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებს

რუსთავი 224 აგვისტო, 2026, 21:43|rustavi2.ge

მსოფლიო მედიის წარმომადგენლები ახლა შტატების სახაზინო დეპარტამენტში იკრიბებიან. რამდენიმე საათში უწყებაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებს. ვაშინგტონი სავაჭრო ბერკეტების, საერთაშორისო იზოლაციის ინსტრუმენტებისა და სანქციების გამოყენებას გეგმავს. მიზანია - თეირანმა შეიარაღებულ კონფლიქტში მარცხი აღიაროს.

"ირანი სრული კოლაფსის წინაშეა!!!", "ეკონომიკურ ბლოკადას გამანადგურებელი მასშტაბი ექნება - მიზანი ირანის მუხლებზე დაჩოქებაა" - გეგმის გასაჯაროებამდე, მის შესაძლო შედეგებზე დონალდ ტრამპი დღეს სოციალურ ქსელში მცირე გზავნილებს ავრცელებდა. ცნობილია, რომ თეთრი სახლი გეგმავს, თეირანთან ერთად, სანქციები დაუწესოს ყველა იმ სახელმწიფოს, ბანკს, გადამცვლელ პუნქტსა და ავიაკომპანიას, რომლებიც ირანის ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უწყობენ ხელს.

ვაშინგტონის მუქარას თეირანმა გაფრთხილებით უპასუხა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ, თუ ამერიკის ეკონომიკური კამპანია გაგრძელდება, ისლამური რესპუბლიკა სპარსეთის ყურიდან ნავთობის ექსპორტს გააჩერებს. ომის მონაწილე მხარეებად და მტრებად გამოცხადდებიან ის ქვეყნებიც, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკურ ზომებს შეუერთდებიან.

მეზობელმა სახელმწიფოებმა და შტატების პარტნიორებმა ირანის დიპლომატიური უწყებიდან კიდევ ერთი გაფრთხილება მოისმინეს - საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ თეირანი უფლებას იტოვებს, დაარტყას იმ ობიექტებსა და ტერიტორიებს, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოიყენება.

ახლო აღმოსავლეთში ირანს და შეერთებულ შტატებს შორის დაპირისპირება უკვე 90 დღეზე მეტია გრძელდება. შტატები განაგრძობს ირანული პორტების ბლოკადას, ირანი კი მსოფლიოს მთავარ ენერგეტიკულ დერეფანში სავაჭრო მიმოსვლის შეზღუდვას ცდილობს. მედიის ცნობით, ბოლო ორ დღეში ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა თითქმის შეჩერდა. ეკონომიკური არტერია 20-ზე ნაკლებმა გემმა გადაკვეთა, რაც ომამდე არსებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 90%-ით ნაკლებია.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 144 სტატია.

  • ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ზელენსკიBM.GE
  • ზელენსკი: მიმაჩნია, რომ ომის პირობებში არჩევნები მთლიანობაში დიდი რისკია. არჩევნები სწორედ ახლა - ეს არის ცუნამი სახელმწიფოსთვის, რომელიც უკრაინას გახლეჩსიმედი
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2

ვიზიტორები საქართველოს რეგიონებიდან, საზაფხულო ბანაკის მონაწილეები, სკოლის მოსწავლეები და უცხოელი მოგზაურები - ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, ერთ თვეში, 10 800 სტუმარი ჰყავდა

ვიზიტორები საქართველოს რეგიონებიდან, საზაფხულო ბანაკის მონაწილეები, სკოლის მოსწავლეები და უცხოელი მოგზაურები - ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, ერთ თვეში, 10 800 სტუმარი ჰყავდა

რუსთავი 2