მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: ირანმა ერაყის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო
The New York Times: ირანმა ერაყის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო

The New York Times: ირანმა ერაყის შუამავლობით წარდგენილი აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო

იმედი|imedinews.ge

ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა, რომელიც თეირანში ერაყის პრემიერ-მინისტრმა ალი ალ-ზაიდიმ ჩაიტანა. ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ და ერაყელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მედიაციის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა იმ ფონზე, როდესაც ტრამპი ომის კიდევ უფრო გამწვავებითა და ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელებით იმუქრებოდა.

ერაყელი და ირანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალ-ზაიდის ვიზიტი თეირანში თეთრ სახლში ტრამპთან მისი ბოლო შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა.

ცეცხლის შეწყვეტის წინადადების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ირანელი ოფიციალური პირების თქმით, ეს იყო ერთადერთი შეთავაზება, რომელიც განიხილებოდა, ხოლო თეირანი არ იყო დაინტერესებული დროებითი შეთანხმებით, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხს გადაუჭრელს დატოვებდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალი ალ-ზაიდი თეირანში მაღალი რანგის ერაყელი ოფიციალური პირების დელეგაციასთან ერთად ჩავიდა და შეხვდა ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს, ქვეყნის მთავარ მომლაპარაკებელს, ბრიგადის გენერალ მოჰამად ბაღერ ღალიბაფს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის.

არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ ირანსა და ერაყს, რომლებსაც საერთო საზღვარი აქვთ, მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირები აქვთ, ხოლო მიმდინარე რეგიონული ვითარების გათვალისწინებით ერაყის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

მისივე თქმით, ალ-ზაიდიმ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ მიღებული „შეხედულებები და შთაბეჭდილებები“ ირანულ მხარეს გაუზიარა, თუმცა აღნიშნა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შუამავლების ნაკლებობა არ აქვთ.

„პრობლემა შეტყობინებების გადაცემაში არ არის. პრობლემა ამერიკის ხედვაა - ის ალოგიკურია, ხარბია და კონტროლისკენ არის მიმართული“, - განაცხადა არაღჩიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება მწვავდებარუსთავი 2
  • აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ თურქულ ბანკსა და მის ორ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესაფორმულა
  • ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდაBM.GE
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა პირი დამნაშავედ ცნო

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

იმედი

ლევან მაჭავარიანი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

იმედი