მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი
  3. ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს
ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯეს

ტვ პირველი16 აგვისტო, 2026, 20:55|tvpirveli.ge

ირანში ანტისამთავრობო პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე სიკვდილით დასაჯეს. შაჰრამ სადეღი, რომელიც იანვარში ქალაქ ქარაჯში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოახრჩვეს. ირანის სასამართლო ხელისუფლება მას ავტომობილით პოლიციელების განზრახ დაჯახებასა და შვიდი სამართალდამცველის დაშავებაში ადანაშაულებდა. ოფიციალური თეირანი ამტკიცებდა, რომ სადეღი მოქმედებდა „აშშ-ისა და ისრაელის მხარდაჭერით“.

სიკვდილით დასჯა ირანში რეპრესიების გაძლიერების ფონზე განხორციელდა. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, მხოლოდ 19 მარტის შემდეგ ირანში ეროვნული უსაფრთხოების ბრალდებებით სულ მცირე 56 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათგან 27 - წლის დასაწყისში დაწყებულ ანტისამთავრობო გამოსვლებთან დაკავშირებით. გაერო აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯისა და სასიკვდილო განაჩენების მკვეთრი ზრდა შიშის დათესვისა და განსხვავებული აზრის ჩახშობის იარაღად გამოიყენება.

კიდევ უფრო მძიმეა გასული წლის სტატისტიკა - Iran Human Rights-ისა და ECPM-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ირანში სულ მცირე 1 639 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, რაც წინა წელთან შედარებით 68%-ით მეტია და 1989 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • ირანის პარლამენტი უცხოური გავლენის შეზღუდვაზე მუშაობს - იკრძალება ამერიკულ მედიასთან კომუნიკაციაBM.GE
  • WP: სპარსეთის ყურის ქვეყნები ტრამპით უკმაყოფილონი არიან, რადგან ის ირანთან შეთანხმებას ვერ აღწევსიმედი
  • ირანის ელჩი საქართველო-ავღანეთის სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივებზე არაზუსტი ცნობებით საუბრობსფორმულა
  • ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებებში ახალი პირობა წამოაყენა - აშშ-ის პრეზიდენტი თეირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებისთვის კომპენსაციას მოითხოვსრუსთავი 2
ირანის →

მსგავსი სტატიები

„მიუსაფარი ძაღლების ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - აქცია კობახიძის ადმინისტრაციასთან

„მიუსაფარი ძაღლების ჟლეტა უნდა დასრულდეს“ - აქცია კობახიძის ადმინისტრაციასთან

ტვ პირველი

საქართველო ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა - რა გზას ირჩევს "ოცნება"

საქართველო ირანის წინააღმდეგ ამოქმედებულ ახალ სანქციებს არ შეუერთდა - რა გზას ირჩევს "ოცნება"

ტვ პირველი

„ტყუილია ეს ყველაფერი“ - მამა კირიონე გელათში არსებულ ვითარებაზე გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

„ტყუილია ეს ყველაფერი“ - მამა კირიონე გელათში არსებულ ვითარებაზე გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

ტვ პირველი

კაცი, რომელმაც ცოლს 33 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიატრიულში გაუშვეს - დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს

კაცი, რომელმაც ცოლს 33 ჭრილობა მიაყენა, ფსიქიატრიულში გაუშვეს - დაზარალებული ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს

ტვ პირველი