
The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს
იმედი|imedinews.ge
რუსეთი გეგმავს ზამთარში უკრაინის დიდი ქალაქები, მათ შორის კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული არმია უკრაინის დასავლეთით ჰიდროელექტრო სადგურებსა და სამ მოქმედ ატომურ ელექტრო სადგურზე იერიშებს სამ ეტაპად გეგმავს.
ამასთან, როგორც The New York Times-ის სტატიაშია აღნიშნული, სამიზნეში არ შედის ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური, რადგანაც ამ ეტაპზე ის რუსეთის კონტროლქვეშაა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge